საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 282, „პისიარ“ ტესტით – 13 822.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,05%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 267 გამოჯანმრთელდა, 5 237 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 248 545 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 201.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.

ამასთან, 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 861 პაციენტი.