საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 3931, „პისიარ“ ტესტით – 13 911.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,84 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,67, ბოლო შვიდი დღის – 2,44 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 595 პირი.

გუშინ, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 128 პაციენტი.