საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 043 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 306 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 896, „პისიარ“ ტესტით – 19 410.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 16,58 %, ბოლო 14 დღის – 10,9 %, ბოლო შვიდი დღის – 11,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 021 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 946 255 გამოჯანმრთელდა, 14 582 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 635 602 აცრა, დღიურად აცრილია 2 656.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 443 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 746პირი.

გუშინ, 19 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 8 728 შემთხვევა გამოვლინდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.