საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 253 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 78-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.