საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 95 პირი
საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 95 პირი

საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 223, „პისიარ“ ტესტით – 1 415.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 1,1%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 221 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 293 გამოჯანმრთელდა, 16 811 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 587 აცრა, დღიურად აცრილია 38.

ამასთან, პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი.