საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 769, პისიარტესტით – 9 982.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,96 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 711 გამოჯანმრთელდა, 3 869 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 190 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.

ამასთან, 9 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი.