საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 491 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 491 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 545, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 677 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 304 პირი.

ამასთან, 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი.