საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6 538.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 91-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.