საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 900 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, „პისიარ“ ტესტით – 6 005.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,01% ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო შვიდი დღის – 1,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 686 გამოჯანმრთელდა, 3 532 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 149 პირი.

ამასთან, პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი.