საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 987 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 808, „პისიარ“ ტესტით – 20 179.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 523 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 148 პირი.

ამასთან, 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი, გარდაიცვალა 64.

დატოვე კომენტარი