საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 378 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 747 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 503, „პისიარ“- ტესტით – 10 244.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,55%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 276 436 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 384  გამოჯანმრთელდა, 3 674 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 213, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 412 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

ამასთან, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.