საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 539 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 267 313 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 260 266-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 399-ია.

ბოლო 24 საათში 17 188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 9 866,  „პისიარ“ ტესტი – 7 322.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,3 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 252 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1869, კლინიკურ სასტუმროში რჩება 248 პირი.