საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 795, პისიარტესტით – 5 890.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,62%, ბოლო 14 დღის – 2,31%, ბოლო 7 დღის – 2,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 829  გამოჯანმრთელდა, 3 883 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 188, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 422 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

ამასთან, 11 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.