საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 147 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 965 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 659 , „პისიარ“ ტესტით – 17 306.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,62 %, ბოლო 14 დღის – 6,78 %, ბოლო შვიდი დღის –  7,35 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 419 534 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 382 393 გამოჯანმრთელდა, 5 820 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 481 591 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 618. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 651 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 989 პირი.

გუშინ, 30 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი, 25 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი