საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 294 შემთხვევა გამოვლინდა.