საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 211 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, „პისიარ“ ტესტით – 4 121.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 061 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3822 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 876 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 218 პირი.

ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი.