საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევა დაფიქსირდა.