საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 061 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 714, „პისიარ“ ტესტით – 3 347.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,66%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,24%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 222 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 627 958 გამოჯანმრთელდა, 16 756 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 286 817 აცრა, დღიურად აცრილია 61.

ამასთან, 2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.