საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 685 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 685 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 685 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 184 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –3 587, „პისიარ“-ტესტით – 1 597.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 628 643 გამოჯანმრთელდა, 16 758 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 861 953 აცრა, დღიურად აცრილია ცხრა.

ამასთან, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, გარდაიცვალა ხუთი.