საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 854 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 991, „პისიარ“-ტესტით – 1 863.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,67%, ბოლო 14 დღის – 1,99%, ბოლო 7 დღის – 1,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 470 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 434 გამოჯანმრთელდა, 16 771 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 865 773 აცრა, დღიურად აცრილია 343.

9 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 445 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.