საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 757 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 600-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.