საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 489 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 743, „პისიარ“-ტესტით – 1 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1.95%, ბოლო 14 დღის – 1.94%, ბოლო 7 დღის – 1.65%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 577 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 715 გამოჯანმრთელდა, 16 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 865 985 აცრა, დღიურად აცრილია 141.

10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.