საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 139 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 906 პირი.

ამასთან, 7 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 392  შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 531 პაციენტი.