საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 413 პაციენტი

10:56, 01.11.2020

საქართველოში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​40 727 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 413 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25 104.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 335-ს შეადგენს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 007 მოქალაქე,  თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი. ინფიცირებულთაგან 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 870 კი ბინაზე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881 პაციენტი.

მსგავსი