საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 584 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 584 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 44 278 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 539, „პისიარ“ ტესტით – 15 739.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,11%, ბოლო 7 დღის –4,05%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სუ 329 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  307 918 გამოჯანმრთელდა, 4 426 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 85 286 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 013.

კარანტინის რეჟიმშია 60, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 258 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 729 პირი.

ამასთან, 14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი