საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 919, „პისიარ“ ტესტით – 11 882.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,14%, ბოლო 14 დღის – 2,68%, ბოლო 7 დღის – 2,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 292 244 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 389 გამოჯანმრთელდა, 3 908 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 24 917 პირი, დღიურად აცრილია – 1 424 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 616 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 394 პირი.

ამასთან, 14 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი.