საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა 

18:40, 06.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მონაცემების განახლებამდე  რაოდენობა 36 იყო, რაც ნიშნავს, რომ გამოჯანმრთლებულთა რიცხვი სამით გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386.

მსგავსი