საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 23:28 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში, სოფელ გუგუთთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ  3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოში ცოტა ხნის წინ 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 10:43 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ.-ში, სოფელ გორასთან მოხდა.

დატოვე კომენტარი