იტალიის ელჩი – „ლელოს“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრისას განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების გზა, გავცვალეთ მოსაზრებები

13:04, 20.05.2021

შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ პარტიებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების გზა, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ „ლელოს“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ შეთანხმების განხორციელება მიმდინარეობს და მხარეები საკითხებზე მუშაობენ.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია მიმდინარეობს, მხარეები ამაზე მუშაობენ. ვიმედოვნებთ, ისინი, ვინც ჯერ არ შეერთებიან პროცესს, იმავეს გააკეთებენ”, – განაცხადა ენრიკო ვალვომ.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ამასთან დაკავშირებით ენრიკო ვალვომ აღნიშნა, რომ მხარეების ამოცანაა, საკითხებზე იმუშაონ, თუმცა არ სურს, დეტალებზე ისაუბროს.

„არ ვისაუბრებ დეტალებზე. მხარეების ამოცანაა, რომ ამაზე იმუშაონ“, – განაცხადა ენრიკე ვალვომ.

„ლელოს” ლიდერები საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდნენ. დისკუსიის საგანი იყო შარლ მიშელის დოკუმენტი და შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ლელოს“ წარმომადგენლებმა დიპლომატს ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმაზე, ასევე მათი ფრაქციის საპარლამენტო გეგმებზე.

მსგავსი