საქართველოში ისრაელის ელჩი - ძალიან ვაფასებთ ისრაელის მიმართ ქართველი ერის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის ინდიკატორი მეგობრობისა, რომელიც ორ ერს შორის არსებობს
საქართველოში ისრაელის ელჩი - ძალიან ვაფასებთ ისრაელის მიმართ ქართველი ერის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის ინდიკატორი მეგობრობისა, რომელიც ორ ერს შორის არსებობს

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ისრაელის მიმართ ქართველი ერის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის ინდიკატორი მეგობრობისა, რომელიც ორ ერს შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას უხდის ქართველ ხალხს.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიოდ დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს ხელისუფლებისგან, პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის სპიკერისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვიღებ უამრავ მესიჯს, ზოგს პირადად, ზოგს ონლაინ ფორმატში, პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან, მეგობრებისგან, ბიზნესმენებისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან. ზოგადად თუ ვიტყვით, ეს არის ძლიერი მხარდაჭერა ქართველი ერისგან ისრაელის მიმართ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. მადლიერი ვარ თითოეულის, ვინც დრო დაუთმო და დაპოსტა, გამოგზავნა შეტყობინება და გამოხატა სოლიდარობა ჩვენთან ამ რთულ დროს. ეს მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს არის ორგანული და ბუნებრივი ინდიკატორი მეგობრობისა, რომელიც ორ ერს შორის არსებობს“, – განუცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პირველ არხს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების რიცხვი 600-ს აღემატება, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი.