საქართველოში გერმანიის საელჩო – გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

15:28, 08.08.2023

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩოს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებულ გვირგვინის შემკობის ცერემონიაზე პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი