საქართველოში გაერთიანებულ სამეფოს ახალი ელჩი, მარკ კლეიტონი ეყოლება. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
ჯასტინ მაკკენზი სმიტს მარკ კლეიტონი აგვისტოში შეცვლის.
კლეიტონი უკვე 20 წელიწადზე მეტია, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის მოსკოვში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოში ელჩად 2016 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის სხვა პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.