საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა - მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამა - მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია

შეძრწუნებულები ვართ „ტვ პირველის“ პერატორის ტრაგიკული სიკვდილის გამო, რომელიც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ მოვლენებს მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის განცხადებაშია ნათქვამი.

„მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის მეგობრებს და კოლეგებს“, – ნათქვამია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის განცხადებაში.

ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.