საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი ამოქმედდება
საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტი ამოქმედდება.
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საფრანგეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციურ თანამშრომლობას ითვალისწინებს და ასევე ფრანგული და ქართული უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას გულისხმობს.
ხელშეკრულების თანახმად, ფრანგული მხარე, კვალიფიციური ექსპერტების ხარჯებისა და ფრანგი აკადემიური პერსონალის მოსამზადებელი მისიების ანაზღაურებაზე, საქართველო კი, პროგრამაში ჩართული სტუდენტისთვის, დამატებითი სახელმწიფო გრანტების გამოყოფაზე იზრუნებს.
მემორანდუმს ხელი საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერა.