საქართველოში დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა
საქართველოში დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14.00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი