საქართველოში დღეს კიდევ მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს კიდევ მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს კიდევ მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 08:42 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროსთან.

მანამდე, 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 06:12 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბორჯომთან.