საქართველოში ჩინეთი ელჩი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის მანამდე გაფორმებულ ბევრ დოკუმენტში
საქართველოში ჩინეთი ელჩი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის მანამდე გაფორმებულ ბევრ დოკუმენტში

ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს, საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

ელჩს ჰკითხეს, თუ რატომ არ არის დოკუმენტში ნახსენები ოკუპირებული რეგიონები.

„ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა ელჩმა.