საქართველოში ბულგარეთის ელჩი - ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, საქართველო მეტს იმსახურებს, ვიმედოვნებთ, წლის ბოლოსთვის ეს ნათელი იქნება ყველასთვის და გვექნება გადაწყვეტილება
საქართველოში ბულგარეთის ელჩი - ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, საქართველო მეტს იმსახურებს, ვიმედოვნებთ, წლის ბოლოსთვის ეს ნათელი იქნება ყველასთვის და გვექნება გადაწყვეტილება

ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს, მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვითხოვდით, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს, მიგვაჩნია, რომ ის მეტს იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია ქვეყნისთვის.

საქართველოში ბულგარეთის ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის წინსვლის ფანჯარა ღიაა და საჭიროა ამ შესაძლებლობის გამოყენება.

„ევროკომისია მუშაობს ამ საკითხზე. ოფიციალური შეფასება გამოქვეყნდება შემოდგომაზე, რა დროსაც ჩვენ ვნახავთ, რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ყველა აცნობიერებს ამ ქვეყანაში, ვისაც შეხება აქვს პოლიტიკასთან, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ქვეყნისთვის. წინსვლის ფანჯარა ღიაა და საჭიროა ამ შესაძლებლობის გამოყენება. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მთავრობას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის ხელისუფლებაშია, მათ უნდა გააკეთონ მაქსიმუმი მოთხოვნების შესასრულებლად. ოდესღაც ბულგარეთიც მიისწრაფოდა წევრობისკენ, ჩვენ ვიცით, როგორია ეს, ეს არის ძალიან რთული და ზოგჯერ საკამათო. თქვენ თავს გესხმით ქვეყანაში არსებული აზრი, ძალიან რთულია ხალხის დარწმუნება, თუმცა როდესაც გჯერა დასახული დიდი მიზნის, კომპრომისი შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს, მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვითხოვდით, რომ საქართველომ მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მეტს იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ეს ნათელი იქნება ყველასთვის და ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება საქართველოსთვის“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს, ელჩის თქმით, „რაც მალე მოგვარდება ეს პრობლემა, მით უკეთესი“.