საქართველოში ბრიტანეთის საელჩო პოლიტიკურ სუბიექტებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო პოლიტიკურ სუბიექტებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს.
ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.
„ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
This is a difficult period. As a friend of #Georgia, we urge all involved to act responsibly, diffuse tension & allow Georgia’s continued progress towards Euro-Atlantic integration. A protracted crisis is in no-one’s interests. The people of Georgia deserve better.
— UK in Georgia (@UKinGeorgia) February 18, 2021