საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - ვიმედოვნებ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - ვიმედოვნებ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად

ვიმედოვნებ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე ვნახე წუხელ მისი დაკავება. ვიმედოვნებ, სასამართლო პროცესი წარიმართება თავისუფლად და სამართლიანად, კანონის უზენაესობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. სააკაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.