საქართველოში ბრიტანეთის ელჩი – ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, თუმცა როდესაც მომავალზე საუბრობენ, მავთულხლართები ქრება

22:02, 07.08.2019

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი სოციალურ ქსელში წერს.

ჯასთინ მაქენზი სმითი საოკუპაციო ხაზთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს მავთულხლართებთან უწევთ ცხოვრება.

„ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობა ორად დაყო. თუმცა როდესაც ისინი მომავალზე საუბრობენ, მავთულხლართები ქრება.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას“, – წერს ჯასთინ მაქენზი სმითი.

https://twitter.com/JustinMcKenzieS/status/1159149685338193921?fbclid=IwAR3M5vsv8mrhhJJOLHKjAVIN3WGxbDVwRTdS6qoIbhPGoPUErZorVu6EY9A

 

მსგავსი