საქართველოში ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაციას გაუფრთხილდნენ

17:16, 21.11.2018

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოსტს ქართულად აქვეყნებს.

ელჩი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაციას გაუფრთხილდნენ.

„აშშ & ჰოლანდია დააკვირდება არჩევნებს. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ ამას. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი.

 

მსგავსი