საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 908 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“  1030 ადამიანს დაუდასტურდა, 706 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 14 აპრილს საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.