საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

10:58, 01.04.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 785 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 მარტს საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.

მსგავსი