საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 840-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 687 ადამიანს დაუდასტურდა, 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.