საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 773-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 მარტს საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი, ხუთი კი გარდაიცვალა.