საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 20.03.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 691-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 422 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 158 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 მარტს კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი