საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 566 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.