საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა

10:44, 31.03.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 778-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 მარტს საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი