საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 674-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 378 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.